თუ მოგზაურობას აპირებთ, დაფიქრდით ნივთებზე, რომლებიც გზაზე საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდება.
1 ჭკვიანი დამხმარე
ფიტნეს სამაჯურის Xiaomi Mi Band 3-ის ფუნქციები ნამდვილად აღტაცებაში მოგიყვანთ. ეს ჭკვიანი დამხმარე გატყობინებთ ზარებს, ელექტრონულ წერილებს, სოციალური ქსელის შეტყობინებებს, ამინდის პროგნოზს, კალორიების რაოდენობას.... ასევე, პატრონს საჭირო დროს გააღვიძებს - საკმარისია მომართოთ მაღვიძარა. სამაჯურს წყალი არ აშინებს - აუზში ჩასვლისას თუ შხაპის მიღებისას შეგიძლიათ არც მოიხსნათ.
2 ფოტოაპარატი
ყველა მოგზაურობას სჭირდება შთაბეჭდილებების კადრზე ასახვა. ამისთვის საუკეთესოდ Canon PowerShot SX430 IS გამოგადგებათ. ადეკვატური ზომა, მარტივი მენიუ, მოხერხებული მართვის სისტემა და ხარისხი, შთამბეჭდავი ფოტოს და ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. ვიდეორგოლები შეგიძლიათ ნახევარი საათის ხანგრძლივობით გადაიღოთ. რაც შეეხება ზუმს, ის ცალკე შეძლებს თქვენს გაოცებას.
3 მოძრავი კამერა
ეს გაჯეტი აქტიურ დასვენებას საუკეთესოდ ერგება. GoPro HERO7 Silver (CHDHC-601) ერთნაირი წარმატებით იღებს როგორც ფოტოს, ისე ვიდეოს. მისი მახასიათებლებია: ხმოვანი მართვა, ვერტიკალური სურათები, მიკროფონი, USB, Wi-Fi და Bluetooth. კამერა ბაზარზე 2018 წლის სექტემბერში გამოჩნდა.
4 პორტატული დამტენი
ეს ნივთი მოგზაურობისას სახლში არასდროს უნდა დატოვოთ. საუკეთესო მოდელია ASUS ZenPower Slim, რომელიც კომპაქტური კორპუსით გამოირჩევა და ჯიბეში მარტივად თავსდება.
5 პლანშეტი
გსურთ უნივერსალური გაჯეტი? აი ისიც - Huawei MediaPad M3 Lite 8.0 32Gb LTE. დიდი ოპერატიული მეხსიერებით, ფართო ფორმატის სენსორული ეკრანით, ძლიერი პროცესორით, სხვადასხვა ფორმატის სურათის და ვიდეოს მხარდაჭერით - მოგზაურები მსგავსი ნივთით თან იქონიებენ კინოთეატრს, მუსიკალურ ცენტრს, სათამაშო მოწყობილობას და ფოტოაპარატს. ყველაფერი ეს ერთ მეტალის კორპუსში!
6 მყარი დისკი
დიდხნიან მოგზაურობაში Toshiba Canvio Ready 1TB აუცილებლად გამოგადგებათ. ჩაიწერთ ფილმებს, თამაშებს და ყველაფერს რაც ლეპტოპში, ტელეფონსა და ფოტოაპარატში აღარ გეტევათ.