მსოფლიოს მასშტაბით Facebook-ზე დარეგისტრირებული ადამიანების უმეტესობა შეტყობინებების გასაგზავნად მარტივ აპლიკაციას - Messenger-ს იყენებს, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ განაახლა დიზაინი, თუმცა ამან მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
სოციალურ ქსელებში სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ახალი დიზაინი რომელიც ოდნავ უფრო ადიდებს გამოსახულებას, როგორც აღმოჩნდა, დისკომფორტს უქმნის მომხმარებლებს.
ამასთანავე შეიცვალა ჩატის დიზაინი თავად Facebook-შიც, გაიზარდა ტექსტური ნაწილის მოცულობა და თავად დიზაინიც.
სიახლე მობილურ აპლიკაციაში ძირითადად IOS-ის მომხმარებლები მოიცვა და ანდროიდის შემთხვევაში ცვლილებები ნაკლები მასშტაბებით განხორციელდა.