„მარტო სახლში“ 1990 წელს გამოშვებული დაუვიწყარი საოჯახო კომედიაა, რომლის გარეშეც ახალი წელი თითოეული ჩვენგანისთვის დღესაც წარმოუდგენელია. ფილმში მთავარ როლს მაკალეი კალკინი თამაშობს.
მსახიობი დღეს 38 წლისაა და კვლავ რჩება მარტო სახლში, რათა Google-ის მომხმარებელს დიდი საჩუქარი გაუკეთოს.
საქმე იმაშია რომ უკვე გავრცელდა გუგლის სახლის მოწყობილობა - Google Assistant-ის წინასაშობაო სარეკლამო რგოლი, რომელიც კვლავ ფილმის ნოსტალგიურ გარემოშია გადაწყვეტილი.
რეკლამის მიზანი იმის ჩვენებაა, თუ როგორ აირიდებდა თავიდან შინ მარტო დარჩენილი კევინ მაკალისტერი თავდასხმას თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით.