გასულ კვირას, ნიუ-იორკში Alexander Wang-ის ჩვენება გაიმართა, რომელზეც ბრენდმა 2019 წლის შემოდგომის კოლექცია წარმოადგინა. საზოგადოების ყურადღება დახვეწილი სამოსის გარდა კიდევ ერთმა დეტალმა მიიქცა - მაყურებელთა წინა რიგში, საპატიო სტუმრის სტატუსით, რობოტი სოფია აღმოჩნდა, რომელიც გულმოდგინედ ადევნებდა თვალს ჩვენებას.
აღსანიშნავია, რომ რობოტი ჩვენებაზე მხოლოდ ზედა ნაწილით იყო წარმოდგენილი.
ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა სოფია მოდის ინდუსტრიას ეცნობა, ცოტა ხნის წინ, ის შანხაის მოდის კვირეულზეც გამოჩნდა და მისი კადრები რობოტის ინსტაგრამის გვერდზეც გაზიარდა.