20 წლის წინ საერთაშორისო კორპორაცია დაიბადა. Google-ს პროექტმა დღის სინათლე 1998 წელს იხილა, რომლის არსებობის გარეშეც დღეს თანამედროვე სამყარო ვერ წარმოგვიდგენია.
პრაქტიკულად ყველა ადამიანი დღის განმავლობაში ერთხელ მაინც იყენებს ამ ცნობილ საძიებო სისტემას. 90-იანებში ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა გადაწყვიტეს, რომ ინტერნეტში ინფორმაციის თავის მოყრა და მოწესრიგება იყო საჭირო და გლობალური სისტემის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც ყველა კითხვას გასცემდა პასუხს. პირველი ოფისი სადღაც კალიფორნიაში, მიტოვებულ ავტოფარეხში გახსნეს, ცოტა ტექნიკით, თუმცა უდიდესი ენთუზიაზმით. რა მოხდა შემდეგ, მშვენივრად იცით - ახლა ბრენდის გასაოცარი ოფისები მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის განვითარებასა და გაფართოებასთან ერთად, Google-ი უკვე უამრავ სხვადასხვა პროდუქტს გვთავაზობს, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებას მოხერხებულს და მარტივს ხდიან. ცხოვრება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კომპანია საქმის გაადვილებაში გვეხმარება.
1. ლეპტოპი Google Pixelbook Chrome OS
საუკეთესო ლეპტოპი, რომელიც Chrome-ის სისტემასაა მორგებული.
2. კარების დამცავი სათვალთვალო კამერა Nest Cam IQ
დახვეწილი დიზაინის და საკმაოდ ჭკვიანი ტექნიკა კარებთან მოსული ადამიანის სახეს ამოიცნობს. გაჯეტი შეგატყობინებთ თუ სახლს უცხო ადამიანი მოადგა. კამერას სურათების HD ხარისხში გადაღება შეუძლია. ასევე, მიკროფონის მეშვეობით ორმხრივ კომუნიკაციას უწყობს ხელს, შიგნით და გარეთ.
3. სპიკერი Google Home Mini
მას შეუძლია დაუკრას მუსიკა, პასუხები გასცეს შეკითხვებს, დააყენოს მაღვიძარა და აშ. გაჯეტის შეძენას სამ ფერში შეძლებთ: ნაცრისფერში, თეთრში და მარჯნისფერში.
4. ტაბლეტი Google Pixel Slate Chrome OS
2018 წლის ერთ-ერთ მთავარი ტექნოლოგიური მიღწევა - ელეგანტური ტაბლეტი ბატარეის სიცოცხლის 12 საათიანი ხანგრძლივობით გამოირჩევა.
5. სმარტფონები The Pixel 3 და Pixel 3 XL
შეიძლება ითქვას რომ ეს მოდელები საუკეთესო ანდროიდ სმარტფონებია, ყოველ შემთხვევაში კრიტიკოსებმა და საერთაშორისო ტესტერებმა მსგავსად დაახასიათეს. ისინი საოცარი სისტემით, მშვენიერი ბატარეით და საუკეთესო კამერით გამოირჩევიან.
6. ყურსასმენები Google Pixel USB-C
ყურსასმენები Google Assistant-ს უკავშირდებიან და რეალურ დროში 40-ზე მეტ ენაზე შეუძლიათ თარგმანის გაკეთება. ამას საუკეთესო ხმის ხარისხი და კომფორტული დიზაინიც ემატება.