არტისტი რუბენ ვუ მხატვრობის, ფოტოგრაფიის, მეცნიერული ფანტასტიკის და რობოტექნიკის შერწყმით საოცარ ნამუშევრებს ქმნის. ის დიოდის განათების სხვადასხვა ვარიაციებს იყენებს და ქმნის გამოსახულებას იქ, სადაც ადამიანი ფიზიკურად ვერ მოხვდება. და სწორედ მაშინ იბადება ფოტოები, რომლებიც სხვა სამყაროებზე რომანტიკულ ოცნებებს აღვიძებენ.
ვუს პირველ მასშტაბურ პროექტს ეწოდება Lux Noctis და მიუღწეველი ობიექტების მხატვრულად დანახვის ექსპერიმენტს მიეძღვნა. მაშინ ფოტოგრაფმა გადაწყვიტა რომ მთებზე და ქანებზე ემუშავა, რათა ისინი ორიგინალური რაკურსებით ეჩვენებინა. მწვერვალის გარშემო არსებული რკალები მხატვრული სურათის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ნაწილია.
მის შემდეგ დიდ ნამუშევარს დაერქვა Aeroglyphs. რუბენ ვუმ მანათობელი სიმბოლოები პირდაპირ ცაში დახარა. აღსანიშნავია, რომ ფოტოები არაა დამუშავებული, ის მათ რეალურად აკეთებს, ამისთვის კი დრონის ფრენის ტრაექტორიების კომბინაციებს, ფოტოაპარატის სპეციალურ ფუნქციებს, სინათლის წყაროებს და მსგავს პარამეტრებს იყენებს.
უკანასკნელი შედევრი Terminus-ია. ფოტოების გადაღება პერუში, მყინვარის შიგნით, ზღვის დონიდან 5200 მეტრზე მიმდინარეობდა. ვუს სურდა პლანეტაზე ყინულის სწრაფ ლღობაზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ამასთან ნარჩენი მყინვარების სიძლიერე დაენახებინა. დრონისთვის ამ ორგანულ გარემოში ფრენები არც ისე მარტივი დავალება იყო და შედეგი მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს თითქოს უცხოპლანეტური არტეფაქტია, რომელიც სხვა სამყაროში გადასასვლელად პორტალს ხსნის.