ადამიანები სმარტფონებს ცხოვრების დიდ დროს უთმობენ. ჩვენ უკვე ვერსად მივდივართ მათ გარეშე და სახლში ყოფნის დროსაც ხშირად გვიჭირავს ისინი ხელში. აშკარაა, რომ გაჯეტები ცხოვრებას გვიმარტივებენ და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მათი მუშაობა უფრო და უფრო ადვილი ხდება. წარმოგიდგენთ აქსესუარებს, რომლებიც ტელეფონის დაჭერას, დატენვას თუ გასუფთავებას გაცილებით კომფორტულს ხდიან.
1. PhoneSoap 3
იცოდით, რომ ტელეფონი უფრო ჭუჭყიანია ვიდრე უნიტაზის საჯდომი? ამ სანიტარული მოწყობილობის წყალობით, თქვენს სმარტფონზე არსებული ბაქტერიების 99.99% მოკვდება. ჩასვით ტელეფონი მასში და დატოვეთ 10 წუთით.
2. ტელეფონის დამჭერი PopSockets
ეს აქსესუარი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. ტელეფონის დამჭერი საშუალებას მოგცემთ შეტყობინება ერთი ხელით აკრიფოთ, სელფი მოხერხებულად გადაიღოთ და სმარტფონი უფრო უკეთ გეჭიროთ. ბრენდის მიერ შემოთავაზებული დიზაინი მრავალფეროვანია და აუცილებლად მოერგება თქვენს გემოვნებას.
3. დამტენის დამცავი
ხშირად გიწევთ დამტენის ან მისი სადენის ყიდვა? სმარტფონების მფლობელებისთვის მათი გაცვეთის და გაფუჭების პრობლემა ნაცნობია. ეს დამცავი დეტალი სადენს გაწყვეტისგან და დაზიანებისგან იცავს.
4. Stick it 360
მანქანაში დასამაგრებელი მაგნიტური ტელეფონის სადგამი თქვენს ფრთხილ მგზავრობას შეუწყობს ხელს. ამ მოხერხებული გაჯეტის მეშვეობით ორივე ხელი საჭეზე გექნებათ მიმართული და ტელეფონის ეკრანის კონტროლსაც მოახერხებთ.
5. PopWallets
შეინახეთ ბარათები ტელეფონში და ატარეთ თან ნებისმიერ ადგილას სადაც წახვალთ. სმარტფონის „ჯიბე“ საშუალებას მოგცემთ მასში 3-დან 6-მდე ბარათი მოათავსოთ. რაც მთავარია, ის კომპაქტურად ძვრება და ახლიდან უკეთდება.
6. ტელეფონის დამჭერი „ბაწარი“
შემოიხვიეთ ის კისერზე და უყურეთ კომფორტულად ფილმებსა თუ ვიდეოებს საწოლში წოლისას, ფიტნეს ოთახში ტრენაჟორზე ვარჯიშისას ან GPS-ის მიყოლისას საჭესთან.
7. უნივერსალური ხელის დამჭერი
თუ ჯიბე ან ჩანთა არ გაქვთ და საქმის შესასრულებლად ხელის ორივე მტევანი გჭირდებათ, გამოიყენეთ ეს აქსესუარი. მისი მეშვეობით ტელეფონი ხელზე გექნებათ მიმაგრებული და ამავდროულად თავისუფალი.