სმარტფონი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაჯეტია. მისი დახმარებით უამრავ საქმეს ვართმევთ თავს: განვიხილავთ ბიზნეს-მოლაპარაკებებს, ვნიშნავთ შეხვედრებს, ვაკეთებთ შენაძენებს, ვგეგმავთ ბიუჯეტს, ვურთიერთობთ საყვარელ ადამიანებთან, ვსახავთ გეგმებს თუ სხვა. პრაქტიკულად ის ყოველდღიურობის მთავარი შემადგენელი ნაწილია, ამიტომაც მისი არჩევაც დაკვირვებითაა საჭირო. რა შეუძლია გვითხრას სმარტფონის ფერმა მეპატრონის ხასიათზე, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებსა და პერსონალური სტილზე?
თეთრი
თეთრ ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში არიან. მათ არ აინტერესებთ სხვისი აზრი, ადვილად ეთხოვებიან ძველ ნივთებს და ყოველთვის არიან მზად უთხრან „დიახ“ ახალ გამოწვევებს. თეთრი სმარტფონების პატრონები დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იდეალური იყოს - მაქსიმალურად მოწოდების სიმაღლეზე. ხშირად თეთრი სმარტფონის მოყვარულები ჩართულები არიან ეკოლოგიური პრობლემების საკითხებში: ახარისხებენ ნაგავს, ეხმარებიან თავშესაფრის ცხოველებს და აშ. მსგავსი მოდელები საკმაო ელეგანტურობით გამოირჩევა, ისევე როგორც მათი პატრონები.
ლურჯი/იასამნისფერი
სმარტფონს ორიგინალური დიზაინითა თუ ფერით, აირჩევენ ბოჰემის, შეიძლება ითქვას კრეატივის მოყვარული ადამიანები: მხატვრები, დიზაინერები, მსახიობები, რეჟისორები, სტილისტები, მწერლები, ჟურნალისტები და სხვა შემოქმედებითი ნატურები. მათ უყვართ საავტორო კინო, ინტერესდებიან მოდით და რეგულარულად სტუმრობენ თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს. მსგავსი ადამიანები ხშირად უჩვეულო ნივთებს აგროვებენ: ვინილის დისკებს, ვინტაჟურ კაბებს, ფაიფურის ნაწარმს, მისალოც ბარათებს ან დიზაინერულ ფეხსაცმელს. ფერადი სმარტფონების პატრონებს სილამაზის შეგრძნება მაღალ დონეზე აქვთ გამომუშავებული და ამას გარშემომყოფებსაც თამამად უზიარებენ, მაგალითად საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.
შავი
შავი ფერის სმარტფონებს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც რაიმეს ხელმძღვანელობით არიან დაკავებულნი ან საკუთარ თავს მომავალში ამ პოზიციაზე განიხილავენ. ისინი პრაგმატულები, მიზანდასახულები და შეუპოვრები არიან. ზუსტად იციან რა სურთ და თავში მთელი ინსტრუქცია აქვთ თუ როგორ მიაღწიონ ამას. შავი სმარტფონის მფლობელები პუნქტუალურები, წესრიგის მოყვარულები და ყველაფრის მიმართ მომთხოვნები არიან. ყველაფერში მაღალ ნორმებს ითხოვენ: საკვებში, სამოსში, კოსმეტიკაში, განათლებასა თუ საკუთარ გაჯეტში.