ტექნიკის შეძენა სერიოზული ნაბიჯია, რომელიც კარგად უნდა გაანალიზოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. წარმოგიდგენთ რამდენიმე ნამდვილად გამოსადეგარ და საჭირო მაგალითს:
1 პატარა დამხმარე: ჰაერის გამწმენდი LG MiniON
ნებისმიერი დედა ყველაფრისთვისაა მზად, ოღონდ მისი შვილი ჯანმრთელი გაიზარდოს. ამიტომაც, სახლის დამხმარე LG MiniON ძალიან გამოადგება ოჯახს, სადაც პატარას ზრდიან. აპარატი კომპაქტურია, სამ ლიტრა წყალს იტევს და ოთახში ჰაერის გაწმენდისა და დატენიანებისთვის გამოიყენება. ამას კი მხოლოდ და მხოლოდ სუფთა წყლის მეშვეობით ახერხებს. მოწყობილობას ღამის რეჟიმიც აქვს და საბავშვო საძინებელში სანათად გამოიყენება. LG MiniOn სახლის ჰაერს ეკოლოგიური ხერხებით გაწმინდავს. ის ხმაურის გარეშე მუშაობს და ამასთან, გამოყენებაც უმარტივესია: უბრალოდ აავსეთ წყლით.
მოწყობილობის მეშვეობით ზაფხულის ალერგიებისგან თუ ზამთრის ვირუსებისგან მაქსიმალურად დაცული იქნებით. ზოგადად, დატენიანებული ჰავა კანსა და სილამაზეზეც დადებითაც აისახება.
2 მტვერსასრუტი Dyson Cyclone V10, რომელიც სახლის დალაგებას შეგაყვარებთ
სახლში მტვერსასრუტით სიარული ცოტას თუ უყვარს, თუმცა მისი ხშირი გამოყენება აუცილებელია. ტექნოლოგიები ვითარდება და Dyson Cyclone V10-თან დამეგობრებით ყველაფერი შეიცვლება. ის საკმაოდ კომპაქტურია, თუ ჩვეულებრივი მტვერსასრუტები დიდ ადგილს იკავებენ, ამ მოდელს კარადის გვერდით, კუთხეშიც მიმალავთ. მტვერსასრუტი უსადენოა, მინიატურული ძრავით მუშაობს და სრულ დატენვას 4 საათი სჭირდება. შეგიძლიათ ის კედელზე მიმაგრებულ დამტენზე ჩამოკიდოთ და არასდროს გაგიცრუებთ იმედს.
მოდელი შუშის ავეჯზეც იდეალურად მოქმედებს, მას სპეციალური მსუბუქი ჯაგრისიც აქვს და ერთ წუთში მტვრის ნაკვალევსაც არ ტოვებს. რთულად მისაღწევ ადგილებსაც, რომელიც სახლში ბევრია, Dyson Cyclone V10 ბრწყინვალედ უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ მას არამხოლოდ სახლში, არამედ დასვრილ მანქანაშიც გამოიყენებთ. მტვერსასრუტი ძალიან მსუბუქია, ის სულ რაღაც 2.5კგ-ს იწონის. არც მისი გასუფთავება წარმოადგენს რთულ საქმეს, რადგანაც ღილაკზე დაჭერით იცლება.
3 ჭკვიანი სარკე, რომელიც ფიტნესის საკონტროლო მოწყობილობებს შეგიცვლით
კომპანია Naked Labs-მა ჭკვიანი სარკე გამოუშვა, რომელიც ადამიანის სხეულს ასკანერებს და ჯანმრთელობის სქემას ადგენს. სარკე ადამიანის სამგანზომილებიან მოდელს ქმნის და სამედიცინო მიზნებით 3D ტექნოლოგიას იყენებს. სკანირება 15 წამის განმავლობაში მიმდინარეობს და მის შედეგს აპლიკაციაში სახელწოდებით Naked იხილავთ.
სერვისი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან მაჩვენებლებს აანალიზებს: ორგანიზმში ცხიმების შემცველობას, გარშემოწერილობას და აშ. Naked Labs პოზიციონირდება როგორც ფიტნეს საათის შემცვლელი, რომელსაც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ყოველდღიურად გამოიყენებთ.
4 Beats by Dr. Dre Pill Plus - ხარისხიანი ხმა ყველგან
ამ მოდური პორტატული ყუთის ტარებას ყველგან შეძლებთ. ის შეუცვლელია პიკნიკსა და სანაპიროზე. დატენვის შემდეგ 12 საათი მუშაობს. თუ გაჯეტი დამჯდარია და გეჩქარებათ, სპეციალური სადენის მეშვეობით სწრაფად დატენვასაც შეძლებთ, რაც 3 საათი მუშაობისთვის თავისუფლად ეყოფა.
5 თქვენი მაჯის შეუცვლელი ნივთი: Xiaomi Mi Band 2
მაღალტექნოლოგიური ფიტნეს-სამაჯური გიჩვენებთ დროს, ნაბიჯების რაოდენობას, გულისცემას, პულსს, კალორიებს და სხვა. მენიუში მართვის სპეციალურ ღილაკს მიაგნებთ. მაქსიმალური კომფორტისთვის Mi Band 2-ში უკონტაქტო მართვის ფუნქციაცაა ჩაწერილი, რომლის მეშვეობითაც ეკრანი ავტომატურად გიჩვენებთ დროს.
6 Redmond - სიძლიერე, პრაქტიკულობა და სტილი ერთ ნივთში
ეს პოპულარული მოდელი მრავალფუნქციურ მოწყობილობათა შორის კლასიკა გახდა. მას მრავალფეროვანი კერძების მომზადება შეუძლია. გამოსაცხობ აპარატს საკვების მომზადების 45 პროგრამა და 3D გათბობა აქვს ჩატვირთული, რომელიც მის შიგნით სითბოს თანაბრად ანაწილებს. ასევე შეგიძლიათ ინდივიდუალურ პროგრამაზე გადართოთ. გაჯეტი გთავაზობთ კერძი ვაკუუმის ქვეშაც მოამზადოთ. პროდუქტები დაბალ ტემპერატურაზე ჟანგბადის მოხვედრის გარეშე მომზადდება. ბოსტნეულის, ხორცის, თევზის თუ ფრინველის მომზადებისას მკვებავ ნივთიერებებსა და ვიტამინებს მაქსიმალურად ინახავს.
7 Rowenta ფენი
ეს ფენი ძლიერი ძრავით და კერამიკული გათბობის ელემენტით, ჰაერის სტაბილურ ტემპერატურას ინარჩუნებს. მასში არის რეჟიმი Advanced Care, რომელიც მთლიანად გამორიცხავს სუსტი ან შეღებილი ღერების შემთხვევით დაზიანებას. მოწყობილობა თმის გენერირებას ახდენს და თმა ხშირი გაშრობის მიუხედავადაც ბუნებრივ ბრწყინვალებას და სიძლიერეს ინარჩუნებს. ფენი გეხმარებათ მოდური ვარცხნილობები რამდენიმე წუთში გაიკეთოთ.