სქელტანიანი ლექსიკონები, ქაღალდის რუკები და ძვირადღირებული ექსკურსიები წარსულს ჩაბარდა. მობილურის აპლიკაციების მეშვეობით ახლა უკვე ადვილად იპოვნით სასტუმროს საუკეთესო ნომრებს ფასდაკლებით, გაიგებთ ადგილობრივთა ენას, დაათვალიერებთ საიდუმლო ადგილებს, ჩამოტვირთავთ უფასო აუდიოგიდებს და სხვ. მოკლედ გადმოიწერეთ ეს აპლიკაციები და წინ დიადი თავგადასავლებისკენ!
1. App in the Air
ეს აპლიკაცია აეროპორტში შეუცვლელი ასისტენტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ იშვიათად დაფრინავთ. შეგატყობინებთ თქვენი რეისის სტატუსის ცვლილებებს, გაგახსენებთ ონლაინ-რეგისტრაციის დაწყებას, გაგიმხელთ Wi-Fi-ს პაროლებს და მიგითითებთ საუკეთესო ადგილებს, სადაც გემრიელად მირთმევას შეძლებთ. აპლიკაციაში 1000-ზე მეტი ავიახაზი და 5000-ზე მეტი აეროპორტია შეტანილი.
2. AirHelp
რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუ რეისი დიდიხნით ყოვნდება და არავინ გთავაზობთ კომპენსაციას? რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუ რეისი საერთოდ გაუქმდა? მსგავსი შემთხვევებისას საკუთარი უფლებების დასაცავად ამ აპლიკაციას მიმართეთ, ის ფრენისას თქვენს ონლაინ-ადვოკატად იქცევა. აპლიკაცია დაგეხმარებათ მიიღოთ კუთვნილი კომპენსაცია, მომსახურეობისთვის კი მის 25%-ს გამოგართმევთ.
3. HotelTonight
აპლიკაცია გიპოვნით ძვირადღირებულ სასტუმროებს დიდი ფასდაკლებით. სასტუმროები დაბალ ფასად იმ ნომრებს აქირავებენ, რომლებიც სარისკოა, რომ გაუქირავებლები დარჩეს. საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც მოგზაურობას სპონტანურად გეგმავს, უცაბედად ჭერის გარეშე რჩება ან ერთი დღის მდიდრულ ოთახში გატარება უნდა. გამოიყენეთ აპლიკაცია ამერიკისა და ევროპის სასტუმროების დასაჯავშნად.
4. HotelQuickly
აკეთებს იგივეს, რასაც HotelTonigh, თუმცა აზიურ ქვეყნებში. თამამად გადმოწერეთ თუ გსურთ დრო ჰონგკონგის, ბანგკოკის ან ჰანოეს საუკეთესო ნომრებში გაატაროთ. გამოიყენეთ კოდი კომენტარებიდან, რათა პირველ დაჯავშნაზე 15%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლოთ.
5. Citymapper
უცნობ ადგილას, განსაკუთრებით დიდ დედაქალაქში რთული სატრანსპორტო ხაზებით, არაა იოლი ორიენტირება სწრაფად მოახდინოთ. Citymapper ქალაქში გადაადგილებისთვის განკუთვნილ აპლიკაციათა შორის ნამდვილი ლიდერია. მის განკარგულებაშია მეტრო, მიწისზედა ტრანსპორტი, მატარებლები, ველოსიპედის ქირაობა თუ ტაქსი. აპლიკაცია დაგიგეგმავთ მარშრუტს და ამასთან, ინფორმაციას მუდმივად განაახლებს.
6. Maps.Me
აპლიკაციაში ჩატვირთულია ყველა ქალაქისა და ქვეყნის სრულფასოვანი რუკა. წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ყველაზე ტურისტული ადგილის მარშრუტები. რაც ყველაზე მთავარია, აპლიკაცია ინტერნეტის გარეშე მუშაობს. სერიალ „სატახტო თამაშების“ მოყვარულები მისი დახმარებით გადაღებების ადგილების მონახულებასაც შეძლებენ.
7. Guides by Lonely Planet
ეს აპლიკაცია ტრადიციული ბეჭდური სამგზავრო გიდის შემცვლელია. რეკომენდაციას გაგიწევთ ღირსშესანიშნაობების, რესტორნების, სასეირნო თუ საშოპინგო ადგილების შესახებ. ამასთან, ის ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე მუშაობს.
8. Google Translate
უნივერსალური ლექსიკონი, რომლის ბაზაშიც 103 სხვადასხვა ენაა. აპლიკაციას მოხერხებული ფუნქცია აქვს - მას შეუძლია თარჯიმნის როლი რეალურ დროში მოირგოს. უბრალოდ მიმართეთ კამერა მენიუზე იაპონურ რესტორანში ან ავტობუსის გაჩერებაზე გამოკრულ განცხადებაზე პარიზში და მაშინვე მიიღებთ თარგმანს. შეგიძლიათ იეროგლიფები ან ასოები ეკრანზე თავად დახატოთ. ასევე, მიკროფონი თქვენს სათქმელს ადგილობრივებს აუხსნის.
9. Cool Cousin
ადგილობრივი დიზაინერები თუ მუსიკოსები სხვადასხვა ქალაქში საკუთარ საყვარელ ადგილებს გვიზიარებენ. აპლიკაცია მათთვისაა, ვისაც ღირსშესანიშნაობები და რესტორნები მუდამ ეცოტავება.
10. Izi.travel
ესაა საშუალება ეკონომია გააკეთოთ ძვირადღირებულ ექსკურსიებზე და ადგილობრივ ატმოსფეროს მეტად ეზიაროთ. აპლიკაციაში ევროპის ქალაქების აუდიოგიდებია ჩაწერილი. Izi.travel თავად დაადგენს თქვენს ადგილსამყოფელს და იქიდან დაიწყებს ისტორიის მოყოლას თუ მითითებების მოცემას. უბრალოდ ისეირნეთ და უსმინეთ. თუ როუმინგის ჩართვა არ გინდათ, აუდიოგიდები ტელეფონში გამგზავრებამდე ჩამოტვირთეთ.
11. HappyCow
აპლიკაცია ვეგეტარიანელებისთვის, რომელიც გიდობას 180-ზე მეტ ქვეყანაში გაგიწევთ. ადვილად იპოვნით თქვენთვის სასურველი საკვების ობიექტებს საკვანძო სიტყვებით. მისამართთან ერთად კერძების გემრიელ ფოტოებსაც წინასწარ იხილავთ.
12. BlaBlaCar
აერთიანებს მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილებში თავისუფალი ადგილები აქვთ და რომელიმე ქალაქისკენ მიემართებიან. მძღოლისთვის ესაა საშუალება საწვავის ფასი დაზოგოს, მგზავრები კი სასურველ პუნქტამდე გაცილებით იაფად ჩავლენ, ვიდრე მატარებლის შემთხვევაში შეძლებდნენ და უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ავტობუსით.
13. Airbnb
ეს არის ცოცხალი კლასიკა დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის. დაგეხმარებათ იქირაოთ ოთახი, ბინა ან ვილა მსოფლიოს 200 ქვეყანაში. ეს უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სასტუმროს ნომერი. სახლების არჩევნისას გაითვალისწინეთ აპლიკაციაში დაწერილი გამოხმაურებები.
14. SAS Survival Guide
მოგზაურობის ერთ-ერთი ტიპი გადარჩენისთვის ბრძოლა და სირთულეებთან შეჭიდებაცაა. ეს აპლიკაცია ამ შემთხვევაში თქვენი საუკეთესო კომპანიონი გახდება. ის მოგიყვებათ როგორ დაანთოთ კოცონი, დაამარცხოთ ველური ცხოველი, მორზეს ანბანის მეშვეობით ნებისმიერი თხოვნა ახსნათ და აშ. აპლიკაციაზე ყოფილმა ჯარისკაცმა და პროფესიონალმა ინსტრუქტორმა იმუშავა, ამიტომაც მას შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ.
15. AroundMe
ყველა ქალაქში რესტორანებსა და ბარებს ერთნაირად ადვილად ვერ იპოვნით. ეს განსაკუთრებით თეატრებს და საავადმყოფოებს ეხებათ. სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ეს აპლიკაცია გაგაგებინებთ თუ რომელი საინტერესო თუ საჭირო ადგილი გაქვთ გარშემო. მონიშნეთ რისი მონახულება გსურთ და აპლიკაცია სწორ გზას გაჩვენებთ.
16. Wiffinity
თუ ინტერნეტი ნორმაზე მეტხანს გჭირდებათ, ამას მობილურის ინტერნეტის ჩარიცხვის გარეშეც შეძლებთ. ამ აპლიკაციით ყოველთვის ონლაინ იქნებით, რადგანაც ის გიჩვენებთ უახლოეს Wi-Fi-ს ლოკაციებს და მოგაწვდით გარშემო არსებული დახურული ინტერნეტის პაროლებს.
17. Yuggler
ნამდვილი საჩუქარი მშობლებისთვის, რომლებმაც მოგზაურობაში შვილების წაყვანა გადაწყვიტეს. აპლიკაცია წამებში გაჩვენებთ თუ სად შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად გართობა, რათა ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი პატარაც გახალისდეს. ძებნისას უბრალოდ მონიშნეთ სქესი, ასაკი და ინტერესები. აპლიკაცია ასევე კალენდარს გთავაზობთ, სადაც სხვადასხვა მოვლენების და ღონისძიებების თარიღები და ლოკაციებია დატანილი და შეგიძლიათ განსხვავებული შთაბეჭდილებებიც მიიღოთ.
18. Flush — toilet finder & map
ეს აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ქალაქში სიარული გაგიადვილოთ და უახლოესი საპირფარეშო მოგაძებნინოთ. აპლიკაციაში ადგილები მწვანე ნიშნულებითაა შეტანილი და ეგზოტიკური სამზარეულოს კერძების გასინჯვის დროს განსაკუთრებით დაგეხმარებათ.