უკანასკნელი პერიოდის მანძილზე რობოტები ჩვენ ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან. მალე ერთ-ერთი მათგანი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე წარსდგება, ცოტა ხნის წინ კი საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო კოლეჯში რობოტმა ფილოსოფიის სწავლება დაიწყო - მისი სახელია Bina48.
რობოტს პირველი ლექციის ჩატარებისას 100 ადამიანი უსმენდა: "ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ლექცია წარმართოს. შეძლებს თუ არა რობოტი სტუდენტებს საგნის ინტერესი გაუღვივოს და ასწავლოს" - აცხადებენ მეცნიერები.
ექსპერიმენტის დაწყებამდე, Bina48 ომის თეორიების, პოლიტიკისა და ფილოსოფიის შესახებ უამრავი ინფორმაციით დატვირთეს. საბოლოოდ, რობოტმა სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვა შეძლო და დიალოგებიც დაამყარა: "სტუდენტებმა მისი მოსმენისას ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს, რობოტი მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპრობლემოდ პასუხობდა" - აღნიშნავენ ექსპერიმენტის ავტორები.