კემბრიჯის ჰერცოგინია დახვეწილი სტილისა და გემოვნების გამო მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. გარდა იმისა, რომ ქეით მიდლტონი უნებურად ხდება მოდური ტრენდების შთამაგონებელი წყარო. როგორც აღმოჩნდა, კრეატიული ორგანიზაციები მისი თემატიკით არა მხოლოდ სამოსს ქმნიან, არამედ ამჯერად უფრო შორსაც წავიდნენ.
ქეითის არგენტინელმა გულშემატკივარმა და დიზაინერმა ადრიან ვენსიამ ამჰერად გადაწყვიტა ქეითის საპატივცემულოდ სპეციალური ავტომობილი შეექმნა.
მოდელის სახელი არც მეტი არც ნაკლები ქეითმობილია და მისი პირველი ფოტო დიზაინერმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
მანქანის ექსტერიერი მთლიანად ქეითის სახალისო ილუსტრაციებით არის მოხატული.
ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. „ესეც ჩემი ოცნების მანქანა! მიყვარს ქეითმობილი“ -დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.
აღსანიშნავია, რომ ადრიანი აქტიურად მუშაობს სამეფო ოჯახის თემატიკაზე შექმნილ ილუსტრაციებზე და მათ საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით უზიარებს.