iPhone-ის ახალი მოდელების წარმოდგენასთან ერთად, კომპანიამ დიდი ხნის წინ დაანონსებული გაჯეტი - Apple Watch Series 4-იც წარმოადგინა. ჭკვიანი საათები ვარჯიშის პროგრესს აკონტროლებს, ითვლის პულსს და ნაბიჯებს, იღებს შეტყობინებებსა და ზარებს და ასევე, მართავს სმარტფონს. წინა წლის მოდელს ასევე გაფრთხილების ფუნქცია დაემატა, იმ შემთხვევაში თუ პულსი ძალიან აჩქარდება ან შენელდება. ახალი მოდელები ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნას გაცილებით იოლს და მოხერხებულს ხდიან.
პირველ რიგში, სპეციალური აპლიკაცია გაარკვევს გულის რიტმი ნორმაშია თუ სერიოზული დარღვევების ნიშნები იჩენს თავს. კარდიოგრამის შედეგს მომხმარებელი PDF-ს ფორმატში მიიღებს. გაჯეტი ორგანიზმის მდგომარეობას მუდამ აკონტროლებს და სერიოზული საფრთხის წინ მფლობელს დახმარების გამოძახებისკენ მოუწოდებს, 1 წუთიანი უმოქმედობის შემდეგ კი სასწრაფო დახმარებას თავად იძახებს. ანუ იმ შემთხვევაში თუ გული წაგივათ და გვერდით არავინ გეყოლებათ, Apple-ს ახალი გაჯეტი თქვენზე იზრუნებს.
ახალ მოდელს გაუმჯობესებული გამოსახულება და ხმა აქვს, საფირონი შუშა კი გამოსხივების ხარისხს ამცირებს. Apple Watch Series 4 წარმოდგენილია ვერცხლისფერ, ოქროსფერ, ნაცრისფერ და შავ ფერებში. ისინი 28 სექტემბრიდან გაიყიდება.