12 სექტემბერს Apple-მა აიფონების სამი ახალი მოდელი წარადგინა, თითოეული მათგანი iPhone X-ის მსგავსად, „უჩარჩოო“ ეკრანითა და ზედა ზოლითაა წარმოდგენილი, რომელშიც დამალულია Face ID და ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სენსორით აღარ ფუნქციონირებს.
ახალი მოდელები, ერთგვარად, iPhone X-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და ძალიან სწრაფი პროცესორით გამოირჩევა. ეკრანი კვლავინდებურად 5,8 დუიმის ზომისაა, თუმცა ახალ ვერსიას „ოქროს“ კორპუსი გააჩნია და 512 გიგაბაიტის რაოდენობის მეხსიერება აქვს.
ახალი მოდელების საქართველოში შეძენა 23 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, უკვე დაწყებულია წინასწარი შეკვეთების მიღებაც.
სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო ფოტოგრაფიით გატაცებულთათვის იქნება, ვინაიდან უკვე გავრცელდა ახალი მოდელებით გადაღებული შთამბეჭდავი კადრებიც, რომლებიც ახალი მოდელების კამერის განსაკუთრებულ ფუნქციებზე მეტყველებს.
Apple-მა Watch Series 4-იც გამოუშა, რომლის ეკრანიც ძველ ვერსიაზე ოდნავ დიდია, თუმცა კორპუსის ზომა ფაქტობრივად იგივეა, მისი ფასი 400 დოლარიდან იწყება.