ინსტაგრამი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აპლიკაციაა, რომელიც მუდმივად გვანებივრებს სიახლეებით და როგორც ირკვევა, ამირეიდან მომხმარებელს პლატფორმა კიდევ ერთ სასრაგებლო ფუნქციას შესთავაზებს.
მომხმარებელს შეეძლება ამიერიდან ინსტაგრამზე გატარებული დრო ნაყოფიერად გამოიყენოს და მასზე ატვირთული მოკლე ნოველები წაიკითხოს.
ინსტაგრამის ადმინისტრაცია სარეკლამო სააგენტოს - Morther-თან თანამშრომლობით, ლიტერატურის პოპულარიზებას დაიწყებს, სააგენტომ უკვე ატვირთა 1865 წელს გამოქვეყნებული „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, რომელსაც არაჩვეულებრივი ილუსტრაციებიც აქვს დართული.
როგორც ირკვევა, ამ ტენდენციას ინსტაგრამის ადმინისტრაცია აქტიურად დაამკვიდრებს.