კაილი ჯენერი, რომელიც ჯერ 21 წლისაც არ არის, ცოტა ხნის წინ Forbes-ის ფურცლებზე ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ქალბატონის სტატუსით მოექცა, რაც საკუთარი კოსმეტიკური ხაზის დამსახურება გახლავთ.
ამჟამად, რეალითი შოუს ვარსკვლავსა და მოდელს სიახლე აქვს საკუთარი ნაწარმის მომხმარებლებისთვის, თითოეულ დაინტერესებულ მყიდველს უკვე შეუძლია ინსტაგრამის ფილტრის მეშვეობით მოსინჯოს ყველა პროდუქტის, რომლის შეძენასაც დააპირებს და მარტივად გაარკვიოს რამდენად შეეფერება ის მის გარეგნობას.
ფილტრით სარგებლობა, რა თქმა უნდა, უფასოა და მისი გამოყენება მხოლოდ კაილის გამომწერებს შეუძლიათ.
ფილტრის მეშვეობით გამომწერებს შეუძლიათ მოირგონ სხვადასხვა ტუჩსაცხი თუ სახის მოვლის საშუალებები, რაც კაილის ბიზნესის განვითარებაში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, მით უმეტეს, ამ გზით მომხმარებლებს შეუძლიათ გაცილებით უკეთესი ხარისხის ფოტოებიც გადაიღონ.