მაისში გამართულ კონფერენციაზე WhatsApp-ის წარმომადგენლობამ ახალი ფუნქციის დამატება დაანონსა, რომლის მეშვეობითაც პლატფორმას ჯგუფური ზარების განხორციელების ფუნქცია დაემატებოდა.
ამიერიდან, აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ერთდროულდად ოთხ ადამიანს ესაუბრონ.
აღსანიშნავია, რომ ფუნქციის გამოყენება 30 ივლისიდან უკვე შესაძლებელია, ნებისმიერი სახის მობილურ სისტემაზე.