დღესდღეობით, ველომბრბოლელები ახალ ტრენდებს გვკარნახობენ და მოდა მათ გარშემო ტრიალს აქტიურად განაგრძობს. ქალაქში ველოსიპედით მოძრაობა უკვე მოხერხებული, სასარგებლო და მოდურიც კია. წარმოგიდგენთ ველოსიპედებს, რომლებიც დიზაინერული გაფორმებით გამოირჩევიან და ყველაზე დახვეწილ მოდელებს წარმოადგენენ.
MINI
ამ მსუბუქ (11კგ) მოდელს მოხერხებული კონსტრუქცია აქვს: მისი დაკეცვა და გაშლა მარტივი გზით ხერხდება. მისი ტარება ნებისმიერ ამინდშია შესაძლებელი, რადგანაც ტალახისგან დაცვის ფუნქცია აქვს.
Electra
ვინტაჟური ბორბლები და რეტრო სტილი - ეს მოდელი აშშ-ს 50-იან წლებს მოგაგონებთ. მას შეიყვარებენ ისინი, ვისაც ველოსიპედით ბევრი სიარული უყვართ.
Glenmorangie Original by Renovo
ეს მოდური ველოსიპედი ხისგანაა დამზადებული და უნიკალური ამორტიზაციით ხასიათდება.
Toksta Lab
ეს მოდელი კი იმითაა უნიკალური, რომ ის ავიაკონსტრუქტორმა შექმნა და შესაბამისი მექანიზმები დაუყენა.
Amerigo Milano
როცა ხე და მეტალი ერთმანეთს საოცრად ერწყმის
Bergen
ეს ამერიკული მოდელი ქალბატონებისთვისაა შექმნილი და ფერადი პალიტრითაა წარმოდგენილი.
Happarel
ეს გერმანული მოდელი კი სინათლეს ირეკლავს