საჯარო ექაუნთი ინსტაგრამზე არაჩვეულებრივი გზაა იმისთვის, რომ საკუთარი აქტივობები საზოგადოებისთვის ხელმიწასწვდომი გავხადოთ, თუმცა ამ შემთხვევაში რთულია გავთავისუფლდეთ იმ არასასურველი პირებისგან, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად გვადევნებენ თვალს.
ირკვევა, რომ ინსტაგრამის ადმინისტრაცია ახალ ფუნქციას ტესტავს, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ სასურველი გამომწერის წაშლას, თანაც ისე რომ ამის შესახებ ისინი ვერ შეიტყობენ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე არასასურველი გამომწერის თავიდან მოშორება მხოლოდ მისი დაბლოკვით და შემდეგ მისი მოხსნით შეგვეძლო.
სასიამოვნო სიახლე მალე ოფიციალურად ჩაეშვება აპლიკაციაში.