მსოფლიოში ყველაზე პოპულარულო ჰუმანოიდი რობოტი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის გამომდინარე იქიდან, რომ გაეროს კეთილი ნების ელჩია, საქართველოში სწორედ ამ ორგანიზაციის მოწვევით ჩამოვიდა.
სოფია უკვე შეხვდა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებსაც კითხვა-პასუხის რეჟიმში დაელაპარაკა:
ვიდეოდან ჩანს, რომ ერთ-ერთი კითხვა სოფიას სქესსაც ეხებოდა, მან განაცხადა რომ სქესი არ გააჩნია, თუმცა მოხარულია, როცა ქალად აღიქვამენ, მით უმეტეს, შარშანდელ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, რომ სურდა შვილები ჰყოლოდა.
სქესთან დაკავშირებულ კითხვაზე, სოფიამ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ქართული ანბანისა და ენის შესახებ, რომელშიც პირის ნაცვალსახელებს სქესის ინდიკატორი არ აქვს, რაც მისთვის მისასალმებელი ფაქტია.
შეგახსენებთ, რომ სოფია გარდა იმისა, რომ ის დღეს OGP-ის სამიტზე დისკუსიაში იღებს მონაწილეობას, ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს და მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ის იხილონ.
სოფია ქვეყანას ხვალ დატოვებს.