ოცდამეერთე საუკუნის მთავარი პრობლემის - გლობალური დათბობის პირობებში, ადამიანები კონდიცირების სისტემას უფრო და უფრო ხშირად იყენებენ, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი შექმნის ისტორია და პირველადი დანიშნულება, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა იმისგან, რისთვისაც მას დღეს ვიყენებთ.
1902 წელს ამერიკელმა ინჟინერ-გამომგონებელმა უილის ქერიერმა პირველად ააწყო სამრეწველო მაცივარ მანქანა ბრუნკლინის ტიპოგრაფიისათვის ნიუ-იორკში. ყველაზე საინტერესოა, ის რომ პირველი კონდიციონერი ემსახურებოდა არა მუშა პერსონალის კომფორტს, არამედ ტენიანობასთან ბრძოლას, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებდა ბეჭდვის ხარისხზე.
უილის ქერიერი (1876 - 1950 წწ)
ყველა თანამედროვე ფანჯრის და სპლიტ-სისტემების წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს პირველი ოთახის კონდიციონერი, რომელიც კომპანია General Electric-მა 1929 წელს გამოუშვა, რადგანაც ამ სისტემაში მაცივარ აგენტად გამოიყენებოდა ადამიანისათვის საშიში ნივთიერება ამიაკი, რომლის ორთქლიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კონდიციონერის კომპრესორი და კონდენსატორი გარეთ იყო გატანილი.
1931 წლიდან მოყოლებული კი, როდესაც სინთეზირებული იქნა ადამიანისათვის უსაფრთხო ფრეონი, კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს კონდიციონერის ყველა კვანძისა და აგრეგატის ერთ კორპუსში აწყობ დაასე გაჩნდა პირველი ფანჯრის კონდიციონერი.
დიდი ხნის განმავლობაში, ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების უახლეს ნოვაციებში და შემუშავებებში ამერიკული კომპანიები ლიდერობა, მაგრამ 50-იანი წლების ბოლოს, ინიციატივა მყარად გადავიდა იაპონელების ხელში.