ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ ინოვაციური პროექტი წარმოადგინა და მფრინავი მატარებელი შექმნა, რომელიც Link & Fly-ს სახელით გახდა ცნობილი. ტრანსპორტის ახალი სახეობა შემდეგნაირად მუშაობს - მისი ფორმა, კერძოდ კი ფრთები მიწაზე დაშვებისას იხსნება და მატარებლად გარდაიქმნება.
კომპანია, რომელმაც სიახლე შემოგვთავაზა Akka Technologies-ია და წარმომადგენელმა განცხადებაც გააკეთა, „მას შემდეგ, რაც მანქანებში ელექტრონული და დამოუკიდებელი სისტემა მკვიდრდება, მომავალი თვითმფრინავებისაა“.
აღნიშნული ტრანსპორტი ამიერიდან მგზავრებს იმ სარკინიგზო სადგურებზე დატოვებს, რომლებიც მათთვის იქნება მოსახერხებელი, ხოლო მგზავრთა რაოდენობა თითოეულ მათგანში 162-ს აღწევს.
პროდუქციის ავტორები საკუთარ მთავარ მიზნად ისეთი ნაწარმის შემოთავაზებას ისახავენ, რომელიც გარემოს ნაკლებად დააბინძურებს და ნაკლებად ხმაურიანი იქნება, ახალი ტექნოლოგიის უშუალო გამოყენება უახლოეს 6 თვეში იგეგმება, თვითონ პროექტის დეტალური აღწერის ნახვა კი ვიდეოდან არის შესაძლებელი: