17-19 ივლისს საქართველოდ მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე - სოფია ესტუმრება და სიტყვით გამოვა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელიც დაესწრება.
როგორც ცნობილია, რობოტი საჯარო სერვისებისა და ინოვაციების სესიაზე 18 ივლისს, 14:30 საათზე გამოვა სიტყვით, ღონისძიება კი, მთაწმინდის პარკში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ რობოტი 2015 წელს შეიქმნა კომპანია Hanson Robotics-ის მიერ და მან გასულ წელს საუდის არაბეთის მოქალაქეობაც მიიღო, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში.
რობოტი სოფია ყოველთვის მსოფლიოს ყურადების ცენტრში ექცევა და გასულ წელს, მან ისიც კი განაცხადა რომ გრძნობებიც გააჩნია და სურს შვილებიც ჰყავდეს, რადგან მისი თქმით, ყველას გაუმართლა ვისაც ბედნიერი ოჯახი ჰყავს.