ინსტაგრამის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ მომხმარებელს ბოდიშით მიმართა, რადგან მათ მიერ წაშლილმა ფოტომ სოციალური ქსელის წევრებში შეშფოთება გამოიწვია. საქმე ეხება I-D magazine-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოების სერიას, რომელიც თანამედროვე ურთიერთობებს ასახავდა. ფოტოები სტელას სახელით ცნობილ ხელოვანს ეკუთვნის და ის მომავალ წელს აპირებს მათ ფართომასშტაბიან გამოფენაზე წარდგენას.
ფოტო კი, რომელიც ინსტაგრამმა სოციალური ქსელიდან გააქრო, ორი მამაკაცის კოცნის ამსახველ კადრს წარმოადგენდა.
მოგვიანებით, ინსტაგრამმა ფოტო სოციალურ ქსელში დააბრუნა და ბოდიშიც მოიხადა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინსტაგრამი მსგავსი შინაარსის პოსტის წაშლის გამო, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა იმედოვნებენ რომ მსგავს შემთხვევას აწი ადგილი არ ექნება.