დემნა გვასალიას მიერ პარიზში გამართულმა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის სამოსის ჩვენებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრო. საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზური სამოსი, მრავალი სიმბოლიკითაც გახდა დასამახსოვრებელი, თუმცა ეს ყველაფერი როდია და ყველაზე ექსტრავაგანტულმა ქართველმა დიზაინერმა გადაწყვიტა საქართველოს შესახებ ხმა მთელს მსოფლიოს აპლიკაციის საშუალებითაც მიაწვდინოს.
აპლიკაციის გადმოწერით მოხმარებელს შესაძლებლობა ექნება იმ სიმბოლოების დეკოდირება, რომლებიც მთელს კოლექციაში ფიგურირებდა, ამის შემდეგ კი აპლიკაცია მათ ვიკიპედიის თემატურ გვერდზე გადაიყვანს, რომელიც მას საქართველოში მიმდინარე 1992 წლის გენოციდზე უამბობს.
დემნა 11 წლის იყო, როდესაც საქართველოში აფხაზეთის მოვლენები განვითარდა, რაც მისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ თემატიკაზე შექმნილი კოლექციის წარსადგენად დემნამ პარიზში 40 ქართველი მოდელი ჩაიყვანა და ამის შესახებ კომენტარიც გააკეთა, „მე მათი წყალობით მსურს ქართველი ახალგაზრდობის ხმა მივაწვდინო მსოფლიოს, მინდა მას ვუჩვენო ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის შესახებაც ბევრი არ საუბრობს - სიმართლე ის არის, რომ საქართველოში რეალური თავისუფლება არ არსებობს. მე იქ სწორედ ამგვარ გარემოში ვცხოვრობდი და ეს მძიმე გასახსენებელია, მსურდა როგორმე ეს გარეთ გამომეტანა" - განაცხადა მან.