Facebook-ი დაყოვნების ფუნქციას ტესტავს. სიახლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კედლიდან (Timeline) ნებისმიერი პოსტი დროებით გააქრონ. ამას კი იმ შემთხვევაში შეძლებს თუ ე.წ. keywords-ში შესაბამის კოდურ სიტყვას მიუთითებს. ამის შესახებ სოცქსელის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.
სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ინდივიდის პოსტები კედელზე 30 დღით საერთოდ არ გამოჩნდეს, ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში ამოქმედდა.
სიახლე Facebook-ის მცირე ნაწილისთვის დღეს გახდა ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ის ტესტირების რეჟიმშია. უცნობია, როდის იქნება ის ყველასთვის ხელმისაწვდომი. .