Apple-ი უსადენო ყურსასმენების ახალ ვერსიაზე მუშაობს და როგორც ცნობილი ხდება მის. გამოშვებას კომპანია მომავალი წლისთვის გეგმავს.
განახლებულ მოწყობილობას უსადენო კავშირის უფრო ფართო არეალი და ხმაურის ჩახშობის ფუნქცია ექნება.
ყურასმენები წყალგამძლე კორპუსისთ იქნება აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წვიმაში გამოყენებისას მოწყობილობა არ დაზიანდება.ერთ-ერთი გამორჩეული სიახლეა ისიც, რომ Apple-ის ახალი ყურსასმენი მომხმარებლის გულისცემას გაზომავს.ის ბიომენტრიული მონაცემებით იქნება აღჭურვილი.
Apple AirPods-ის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმა ფაქტია, რომ მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ის წინა ვერსიასთან შედარებით უფრო ძვირი ეღირება.