Facebook-ი მუშაობს ახალი ფუნქციის დამატებაზე, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენ დროს ატარებს სოციალურ ქსელში. ფუნქციას Your Time ჰქვია და ის უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს.
Your Time-ის დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს ნახოს სოციალურ ქსელში მის მიერ გატარებული დროის დღის, კვირის და თვის სტატისტიკა, ასევე რამდენად ხშირად გახსნა აპლიკაცია.