საუდის არაბეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქალბატონებს არ ჰქონდათ ტრანსპორტის ტარების საშუალება და ეს აკრძალვა აქ 1950 წლიდან მოქმედებდა, 24 ივნისიდან კი, მათ უკვე ოფიციალურად შეუძლიათ საჭესთან ჯდომა. აკრძალვის გაუქმება ჯერ კიდვე გასულ სექტემბერს დაანონსდა, რასაც არერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი კონსერვატიული შეხედულების მქონე ადამიანში უკმაყოფილებაც გამოიწვია, თუმცა პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობა მიესალმება სიახლეს.
ქალბატონები საჭესთან 24 ივნისსვე გამოჩნდენ და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მათ შოკოლადებითა და ყვავილებით მიეგებნენ. თუმცა საინტერესოა რა კონკრეტული მიზეზები ჰქონდა ხელისუფლებასა და რელიგიური პირებს იმის დასამტკიცებლად, რომ ქალებისთვის საჭესთან ჯდომა უარყოფითი მოვლენა გახლდათ.
ისლამურ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ რელიგია მათ ამ კონკრეტული აქტისკენ არ უბიძგებდა, გადაწყდა, რომ ქალებისთვის ეს „პრივილეგია“არ მიეცათ, რადგან თუნდაც ულტრაკონსერვატიული მოხელეების თქმით, მსაგვსი უფლების მინიჭება ქალებს ცოდვების ჩადენისკენ უბიძგებდა. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი იმასაც ამტკიცებდა, რომ მსგავს ქმედებას ქალის ნაყოფიერების უნარიც შეიძლება დაეზიანებინა.
აღსანიშნავია რომ ათწლეულების განმავლობაში, ქალი მძღოლები რამდენჯერმე დააპატიმრეს და გაასამართლეს აკრძალვის გასაპროტესტებლად, საჭესთან გამოჩენის გამო, მაგალითად, 1990 წელს 50 ქალბატონი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში მანქანით გამოჩნდა, დააპატიმრეს, მათ დაკარგეს პასპორტი და სამსახურებიც.