რთულია დაჯერება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანია, რომელსაც არ სურს მობილური ტელეფონით სარგებლობა და მათი შორის სწორედ ჩვენი საყვარელი ვარსკვლავებიც არიან, გადავხედოთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც გადატვირთული გრაფიკისა და უამრავი საქმის მიუხედავად, ახერხებენ ყველაფრის ფიჭური კავშირგაბმულობის გარეშე მოგვარებას.
ელტონ ჯონი
მუსიკოსი საერთოდ უარყოფითადაა განწყობილი ნებისმიერი სახის ტექნიკის ხშირი გამოყენების მიმართ და მიიჩნევს, რომ მსოფლიო უკეთესი იქნებოდა ინტერნეტიც კი რომ არ არსებობდეს, ასე რომ, ბუნებრივია, მას არც მობილური ტელეფონი აქვს.
სარა ჯესიკა პარკერი
მსახიობმა გადაწყვიტა მობილურსა და იმეილს შორის არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შეეჩერებინა, მომხიბლავი ქალბატონი სწორედ იმეილით ეკონტაქტება ყველას და ამით ძალიან კმაყოფილია.
კარლ ლაგერფელდი
დიზიანერი ტექნოლოგიების მოყვარული არ იყო და სულ სხვა პრიოტეტები გააჩნდა. მას მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, თუმა კომპიუტერს იყენებდა, ვინაიდან თვლიდა, რომ მას ესთეტიკური სიამოვნების მინიჭება შეეძლო.
ტომ კრუზი
პოპულარულლი მსახიობი მობილურს არ იყენებს და ამის მიზეზად ტექნოლოგიებში მის მეცნიერულ ცოდნას ასახელებენ.
ტაირა ბენკსი
ამერიკელმა ტოპ-მოდელმა აღიარა, რომ მობილურზე დამოკიდებულებამ მას ფიზიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეუქმნა და ამიტომ გაურბის მის მოხმარებას.