მსოფლიოში პოპულარულმა ბრენდმა, Gucci-მ საკუთარი პროდუქტის წარმოებაში რობოტები ჩართო და მომავალი სპორტული ფეხსაცმლის კოლექციაც უკვე დაპატენტებული მოწყობილობით Reingenious-ით იქმნება, რომელიც ფლორენციაში, Gucci-ს საწარმოშია განთავსებული.
ბრენდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში წარმოების 30-35 % ბრენდის წარმოება მთლიანად ავტომატიზირებული გახდება, რაც პროდუქტზე მოთხოვნის საოცარმა ზრდამ განაპირობა, განსაკუთრებით ჩინეთიდან.
გუჩის გენერალური დირექტორი - მარკო ბიზარი სიახლის კრეატიულ დადებით მხარეებზე საუბრობს „როცა წარმოებას ითავისებ, ინოვაციური ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა გეძლევა“ - აღნიშნა მან.
მიუხედავად მარკოს შეხედულებისა, ამ მოსაზრებას ბევრი დიზაინერი არ იზიარებს და საკითხის შესახებ Prada-ს გენერალურმა დირექტორმა - პატრიციო ბერტელიმაც გააკეთა კომენტარი, „არსებობს რაღაცები, რომელთა დამზადებასაც რობოტები შეძლებენ, როგორიც სპორტული ფეხსაცმელია, მაგრამ რაც შეეხება სხვა ფუფუნების საგნებს, როგორიცაა ძვირფასი ხელჩანთა - ეს შეუძლებელია“ - აღნიშნა მან.