პლანეტა მარსზე რამდენიმე რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარიშხალი დაიწყო. იმდენად ძლიერი, რომ მან მთელი პლანეტა მოიცვა და ამასთან, ზოგიერთ რეგიონში სრული წყვდიადია და მზის სინათლე ვეღარ აღწევს.
როგორც CNET-ი წერს, როვერმა "Curiosity"-მ, რომელიც გეილის კრატერში მუშაობს შტორმის ფონზე "სელფი" გადაიღო.
მის "კოლეგას" კი რომელიც პლანეტის მეორე მხარეს მუშაობს, ნაკლებად გაუმართლა, რადგან შტორმმა დააზიანა.