Apple-ის ახალი iOS 12-ის ფინალური ვერსიის გამოსვლასთან ერთად აშშ-ში მცხოვრებ iPhone-ის მომხმარებლებს კიდევ ერთი სიახლე ელით. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სპეციალურ ნომერზე დარეკვისას 911-ის ოპერატორი მომხმარებლის ადგილმდებარეობას ავტომატურად დაინახავს.
გადაწყვეტილების მიზეზი მოქალაქეებისთვის ეფექტური და დროული მომსახურების გაწევაა. როგორც Apple-ში განმარტავენ, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ნომერზე შესული ზარების 80%-ი მობილურიდან ხორციელდება.
როგორც 911-ში განმარტავენ, Apple-ის გადაწყვეტილება უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის.