Instagram-ი „სთორის“ „სქრინშოტისას“ მომხმარებელს არ გააფრთხილებს.
ჯერ კიდევ თებერვალში კომპანიამ განმარტა, რომ როდესაც ერთი მომხმარებელი მეორის „სთორის“ ასლს გადაიღებდა, ამის შესახებ მას აცნობებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, გადაიფიქრეს და ამ სერვისმა საბოლოო სახე ვერ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მსგავს სერვისს სთავაზობს მომხმარებელს Snapchat-ი.
მიუხედავად Instagram-ის მომხმარებლების ნაწილის განაწყენებისა, მათ კვლავ ძველებურად შეუძლიათ შეიტყონ, ვინ ნახა მათი „სთორი“.