Facebook-ი ყველასთვის პირველ რიგში ლურჯ ფონთან ასოცირდება, რადგან სოციალური პლატფორმა 2004 წელს მისი ინტერნეტში ჩაშვების შემდეგ, მიუხედავად სხვადასხვა ტექნიკური ცვლილებისა, სტაბილურად ინარჩუნებს ფერს. ბევრი ამ ფაქტს მარკეტინგულ ხერხად მიიჩნევს, თუმცა რეალური მიზეზი თუ რატომ შეარჩია მარკმა ეს ფერი, საკმაოდ განსხვავდება ჩვენი შეხედულებებისგან.
როგორც აღმოჩნდა, მილიარდერმა ამ ფერზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ მას დალტონიზმის გარკვეული სახეობა სჭირს და ფერებს ვერ აღიქვამს.
ცუკერბერგს წითელი და მწვანე ფერების აღქმის უუნარობა სჭირს, რაც შეეხება ლურჯს, ეს ერთადერთი ფერია, რომელსაც ის მთელი სიმკვეთრით აღიქვამს.