ახალი iPhone-ი ძველზე ბევრად სწრაფი იქნება. როგორც ამბობენ, 2018 წლის მოდელში აკუმულატორის დამუხტვის უნარიანობა ბევრად გაუმჯობესებული იქნება.
ცნობილია, რომ iPhone-ის ამჟამინდელი მოდელები 5-ვატიანი სიმძლავრით იმუხტება. ახალ მოდელზე კი ეს მიმართულება 9-ვატიანი სიმძლავრით იქნება წარმოდგენილი.
სიახლე 6.1-ინჩიან დაბალბიუჯეტიან LCD ეკრანის მქონე სმარტფონზეც გავრცელდება.
სფეროს სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სწრაფი დამუხტვის რეჟიმი ერთ-ერთი განმაპირობებები ფაქტორი იქნება რის გამოც მომხმარებელი Apple-ის ახალ სმარტფონს შეიძენს.
ტექნოლოგიური გიგანტი ახალი მოდელის წარდგენას 2018 წლის მეორენახევარში გეგმავს.