ირინა შეიკმა უკვე გაგვიზიარა თუ როგორ ჩადგა ფორმაში ორსულობის შემდეგ. ამჯერად სიახლის დროა - სუპერმოდელი საყვარელ ტექნოლოგიურ ნივთებს გვიმხელს, რომლებსაც სახლში ან სპორტულ დარბაზში იყენებს.
გრილი Big Green Egg
"კალიფორნიაში ვცხოვრობ და ბარბექიუს ხშირად ვამზადებთ. Big Green Egg საუკეთესო გრილია მათ შორის, რაც კი მიცდია. მიყვარს ვაშლის კვარის დამატება, ის კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს.
ფიზიკური აქტიურობისთვის - Spire Stone
იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, ყურადღება სწორ სუნთქვაზე უნდა გაამახვილოთ. ეს გაჯეტი ჩემს ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს აკონტროლებს, სტრესის დონეს მიხსნის და დღის განმავლობაში აქტიურს მტოვებს."
სილამაზისთვის - Carita My C.L.E
"კოსმეტიკურ პროცედურებს სახლში ამ გაჯეტის დახმარებით თავად ვიტარებ. ელექტრული იმპულსებით ის კანს გლუვს ხდის."
რობოტი მტვერსასრუტი - Dyson 360 Eye
"ის ძალიან ჭკვიანია. თავად ირჩევს ეფექტურ გზას დალაგებისთვის და დატენვისთვის განკუთვნილ ადგილს უბრუნდება."
ყურსასმენები Beats
"სრულად ახშობს ხმას და იდეალურია სხვადასხვა საქმიანობების შესრულებისას."
მასაჟორი TheraGun G2Pro
"ფორმაში ყოფნისთვის სპორტით ხშირად ვკავდები. ეს მასაჟორი საოცრად ხსნის დაძაბულობას და ეფექტი დიდხანს რჩება შესამჩნევი."
საყვარელი აპლიკაციები
«Nextdoor — "დახურული სოციალური ქსელი მხოლოდ მეზობლებისთვის. ადგილობრივი სიახლეებისთვის ვიყენებ."
«Speak & Translate — ეს აპლიკაცია კი მოგზაურობის დროს მესაჭიროება. როცა რუსულად ვსაუბრობ, ის ჩემს სიტყვებს მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე თარგმნის"