ამიერიდან Snapchat-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნილი შეტყობინებები წაშალონ სანამ მას ადრესატი წაიკითხავს.
მესენჯერმა ახალი ფუნქცია უკვე გაუშვა. მომხმარებლები სიახლეს ეტაპობრივად, უახლოესი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღებენ.
იმისთვის რომ გაგზავნილი შეტყობინება იქამდე წაშალოს მომხმარებელმა სანამ მას ადრესატი წაიკითხავს ამისთვის მან მესიჯზე დიდხანს უნდა დააჭიროს, რის შემდეგად წაშლის Delete ღილაკი გამოჩნდება ეკრანზე.
ინსტრუქციის გავლის შემდეგ შეტყობინების ადრესატი მაინც მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ მას შეტყობინება გაუგზავნა სხვა მომხმარებელმა, შემდეგ კი წაშალა.