ეს არც თუ ისე ხშირად ხდება, თუმცა Google-მა ემოჯი შეცვალა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ემოჯის მომხმარებლების დიდი ნაწილისგან უკმაყოფილება მოჰყვება კომპანიამ მათი აზრი გაითვალისწინა.
სწორედ ამიტომ Google-მა სალათის Emoji, რომელზეც კვერცხიც იყო, შეცვალა. შედეგად ცხოველური პროდუქტი გაქრა და მასზე მხოლოდ მცენარეული დარჩა. გადაწყვეტილება ვეგანების თხოვნას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Google-მა Emoji შეცვალა. ერთ-ერთი მსგავსი გადაწყვეტილება კომპანიამ 2017 წელსაც მიიღო, როდესაც ბურგერის Emoji-ზე ყველი საკვები პროდუქტის ქვედა ნაწილიდან ზედა ნაწილში აიტანა.