არაბულმა ავიაკომპანიამ Emirates განაცხადა, რომ თავიანთ თვითმფრინავებში ილუმინატორებს მოაშორებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ ნაცვლად სალონებში ვირტუალური ფანჯრები იქნება, რომელზეც გამოჩნდება გარეკამერებით გადაღებული პროექციები.
"გამოსახულება უფრო ბუნებრივი და მაღალი ხარისხის იქნება, ვიდრე ილუმინატორიდან საკუთარი თვალებით დაინახავდით. თვითმფრინავი უფრო მსუბუქი გახდება და ნაკლებ საწვავს დახარჯავს", - განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა.