ტელეფონი 5 %-ზე გაქვთ და დენის წყაროსთან ახლოს არ იმყოფებით? მაშინ ის საკუთარი ფეხსაცმლიდან დატენეთ! Balenciaga დიდი სპორტული ფეხსაცმელების გამოშვებას აგრძელებს. ამჯერად, დემნა გვასალიამ ტექნოლოგია დაიხმარა: ახალ ფეხსაცმელებში მანათობელი ძირები და USB-ს შესაერთებელია დამონტაჟებული.
ახალი მოდელი ლაშქრობისთვის განკუთვნილ მოდელს ჰგავს, რომლის ჩაცმა ისევე როგორც მთაში, ასევე ფესტივალებზე შეგვიძლია. მთავარია ბატარეა მხოლოდ განათებაში არ დახარჯოთ.