სიტყვა Bentley-ის ხსენებაზე ყველა ნაცრისფერ ავტომობილს წარმოიდგენს, თუმცა კომპანიამ სტერეოტიპები დაამსხვრია და სამყაროს ახალი ნარინჯისფერი მოდელი წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ Bentley Flying Spur W12 S ყველაზე სწრაფი ოთხკარიანი "ბენტლია". ახალი მოდელი გარეგნულად შავი კონტურებით გამოიყოფა, რომლებიც ფარებს, რადიატორს, ფარნებს და ფანჯრებს გასდევს. ავტომობილის მფლობელებს სალონში საკუთარი ფერთა კომბინაციის შექმნას შეუძლიათ.
Bentley-ის ახალ მოდელს მოდერნიზებული ძრავა აქვს სახელწოდებით 6.0 W12 biturbo, რომელსაც 626 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.
ახალი "ჯეიმს ბონდის" პოზიციაზე, რომელიც Bentley-ის ავტომობილებს მართავს, კრიტიკოსები ქალბატონებს მოიაზრებენ. ავტომობილი საუცხოოდ უხდება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. მასში დამონტაჟებულია Wi-Fi, სავარძლებს მასაჟის სისტემა უყენიათ, რომლებიც საცობში განსაკუთრებით შვებისმომგვრელი ხდებიან.