Twitter-ის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმ, ავსტრალიაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, თქვა, რომ ნოუთბუქს არ იყენებს, - ბიზნესმენს ის საერთოდ არც აქვს. "ყველაფერს ტელეფონით ვაკეთებ", - აცხადებს დორსი.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ კომპიუტერებს და ტელეფონების ადამიანის დრო მიაქვს, რადგან მათში ბევრი საინტერესო რამე ინახება. ეს ასე რომ არ მოხდეს, დორსიმ რამდენიმე ჩვევა გაიჩინა: დილაობით არ ამოწმებს სმარტფონს, სანამ სამსახურში არ მივა და როდესაც დასჭირდება მუშაობა, მაშინ რთავს ტელეფონს.

კიდევ ერთი მეთოდი - თათბირების დროს გადადეთ ყველა გაჯეტი გვერდზე. "შეხვედრების დროს ტელეფონებს ვთიშავთ და ნოუთბუქებს ვხურავთ", - ჰყვება დორსი. მისი თქმით, თუ თათბირის დროს კომპიუტერები და ტელეფონები ჩართულია, ყველაფერი წყალში იყრება.
![]()
ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რომ დორსის კომპიუტერი არ აქვს, როდესაც ჰკითხეს, თუ რა იყო გამოსახული მისი ნოუთბუქის ეკრანზე.





