ინსტაგრამის აქტიურ მომხმარებლებს აპლიკაცია მალე კიდევ ერთ სასარგებლო ფუნქციას შესთავაზებს. იმ ადამიანებს, რომლებიც არასასურველი პიროვნებების ხშირი აქტივობებით ღიზიანდებიან და თან არ სურთ ღიად შეწყვიტონ მათი გამოწერა, ინსტაგრამი შესაძლებლობას მისცემს Mute-ფუნქციით აირიდონ თავი მათი პოსტებისაგან.
თქვენ მიერ აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შეუმჩნეველი დარჩება ადრესატისათვის და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე შეგეძლებათ გააგრძელოთ თვალყურის მხოლოდ სასურველი სიახლეებისთვის დევნება.
სიახლე, როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინება, უახლოეს რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.