,,კოდირება შეუძლია ყველას"- ასე ეწოდება სპეციალურ სასწავლო პროგრამას, რომელიც Apple-მა შექმნა და ის შშმ ადამიანებს კოდირების სისტემის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.
სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანია ყველა სტუდენტს ჰქონდეს საშუალება შეისწავლოს ტექნოლოგიური ენა. პროგრამას თან ახლავს ხმოვანი ასისტენტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს.
შესაბამისად, ჟესტებზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით კოდირების სწავლა შესაძლებელია ეკრანის დანახვის გარეშეც. პირველ ეტაპზე პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების რვა სკოლაში ამოქმედდება.