ფოტოების დამუშავება ძირითადად სოციალური პლატფორისთვის, „ინსტაგრამისთვის“ სჭირდებათ, რომელიც ბაზარზე 2010 წელს გაჩნდა და დღეისათვის დარეგისტრირებულთა რაოდენობა 300 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ზოგიერთი აპლიკაციის მეშვეობით ჯადოსნური ქმედებების განხორციელება შეგვიძლია: მაგალითად, წელის დაპატარავება, მზის ჩახატვა თუ ფერის დამატება.
1. VSCO Camera
ეს აპლიკაცია სმარტფონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამართული აპლიკაცია. VSCO Camera-ს უპირატესობა არამხოლოდ უამრავი ფილტრი, არამედ სურათის კორექციისთვის ყველანაირი ასპექტის ქონაა. სურათზე შეგიძლიათ შეცვალოთ ექსპოზიცია, კონტრასტი, დაამატოთ ან გააქროთ ჩრდილი, დააკორექტიროთ ადამიანის სხეულის ფერი....
2. LD (Lens Distortions)
ეს აპლიკაცია პეიზაჟის გადაღების მოყვარულთათვისაა. LD-ს მეშვეობით სურათს ნისლის, წვიმის, მზის სხივების პროფესიონალურ ეფექტს დაამატებთ. დამუშავების შემდეგ, ფოტო ჯადოსნური ხდება, ეს ყველაფერი კი რამდენიმე კლიკით.
3. SnapSeed
VSCO-ს ანალოგი მაღალი დინამიკური დიაპაზონის მორგებაზეა ორიენტირებული. PhotoShop-ის პროფესიონალებისთვის მისი გამოყენება ძალიან მარტივია, მაგრამ ვისაც ცხოვრებაში მსგავსი პროგრამებით არ უსარგებლია, აპლიკაციის მეშვეობით ბევრ საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ. SnapSeed-ის უპირატესობა სურათის ჟანრის ამოცნობაა, თქვენს მიერ გადაღებული ფოტო პორტრეტია, პეიზაჟი თუ კიდევ სხვა რამ, გაშიფვრის შემდეგ, აპლიკაცია შესაფერის ინსტრუმენტებს გთავაზობთ.
4. Color Pop
ეს აპლიკაცია ფოტოს კრეატიული რედაქტირებისთვისაა. სპეციალური ფუნჯის მეშვეობით შეგიძლიათ ფოტოს ფერები შეუცვალოთ და მას 7 სხვადასხვა ფილტრი მოარგოთ. მისი მეშვეობით სურათზე ზღვის, ყვავილების, საჭმლის და სასმლის გამოსახულებები გაცილებით ეფექტურად გამოიყურება.
5. Facetune
ლეგედარული აპლიკაცია, რომლის არასწორი გამოყენებაც ხშირად პოპულარულ ბლოგერებსა და ვარსკვლავებს „საქმეს უფუჭებს“. ერთ-ერთი ხელსაწყოს, Liquify-ის დახმარებით სასურველი ნივთების გადაადგილება ან შეცვლაც კი შესაძლებელია. აპლიკაცია ადამიანსაც რადიკალურად ცვლის: უგრძელებს ფეხებს, უპატარავებს წელს, უთხელებს მხრებს, უკორექტირებს სახის ოვალს.
6. Prisma
ნეიროქსელების მეშვეობით მომუშავე აპლიკაციამ პოპულარობის პიკს გასულ წელს მიაღწია. დღემდე, ის უამრავ მომხმარებელს უყვარს. Prisma-ს შემქმნელების ლოზუნგი ტყუილად არ ჟღერს შემდეგნაირად: „ვასრულებთ ჯადოქრობას“. შედეგი მართლაც ასე გამოიყურება.
7. Studio
ერთი შეხედვით რთული, თუმცა მაქსიმალურად ფუნქციონალური აპლიკაცია, კომერციული გვერდების ადმინისტრატორების ფავორიტია. მისი მეშვეობით სურათს გრაფიკულ ელემენტებს - ჩარჩოს, წარწერას, გეომეტრიულ ფიგურებს ვამატებთ. ასევე, შეგიძლიათ „მოირგოთ“ ქუდი, სათვალე თუ ულვაში.
8. YouCam Makeup
აპლიკაცია სელფის დამუშავებისთვისაა ეფექტური. დიდი გაფართოებით გადაღებულ სახეზე ის თვალის ფერს, თმას, მაკიაჟს ასწორებს. როცა სახეზე გამოუძინებლობა ან დაღლილობა გეტყობათ, YouCam-ს მიაკითხეთ.