Instagram-მა სხვისი პოსტის გაზიარებისა და მისი “სთორიზე“ დამატების სერვისი ოფიციალურად აამოქმედა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.
ეს ფუნქცია ჯერ მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. მომხმარელები მას აპლიკაციის განახლების შემდეგ მიიღებენ. მანამდე ამის შესახებ Tech Crunch-ი წერდა.
ახალი სერვისის საშუალებით მომხმარებლები „სთორიზე“ ფოტოსა და ვიდეოს გაზიარებას შეძლებენ.
2012 წელს Instagram-ი Facebook-მა იყიდა. მას შემდეგ აპლიკაციამ უამრავი სერვისი დაამატა.