2019 წელი ახალი მაღალტექნოლოგიური მანქანებით მდიდარი იქნება. ავტომობილების ბრენდები ბევრ საინტერესო მოდელებს წარმოგვიდგენენ, რომლებიც ინჟინერიის განვითარების და დიზაინერული ჩანაფიქრების მხრივ საოცრად იხვეწებიან. ყოველწლიურად ავტომობილები უფრო და უფრო ძლიერები, ეკონომიურები და ეკოლოგიურად უსაფრთხოები ხდებიან.
Mercedes-ის ახალი მდიდრული ელექტრომობილი
კომპანია Mercedes-ს საკუთარი პირველი სპორტული ელექტროჯიპის მიმართ დიდი ამბიციები აქვს. Maybach-ის ახალი მოდელის სალონი თეთრი ტყავითაა გაფორმებული. ჭერზე ორი პანორამული ფანჯარა ღია სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის. რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილის მთავარ ღირებულებას სავარძლებს შორის ელეგანტური ჩაის დასამზადებელი უჯრა წარმოადგენს. თუ საქმიან მოლაპარაკებაზე ან რომანტიკულ შეხვედრაზე ადამიანის ჩაიზე მოწვევა გსურთ, ამას საკუთარ მანქანაშიც უმაღლეს დონეზე შეძლებთ.
4 ელექტრული ძრავა, რომელიც თითოეულ ბორბალს საკუთარი აქვს, 750 ცხენის ძალას ქმნის. დატენვა კი 300 კილომეტრის გავლას ჰყოფნის. თუმცა, Maybach-ის ახალი მოდელი მთლიანად ინტერიერზეა ფოკუსირებული და რაღაც დიადს წარმოგვიდგენს, კერძოდ კი „სიმდიდრეს“. საოცრად სახვეწილ სავარძლებს მასაჟის შემოთავაზებაც კი შეუძლიათ.
ბრენდი გეგმავს, რომ მოდელი პროდუქციაში 2019 წელს ჩაუშვას, მანამდე კი წლის ბოლოს ლოს-ანჯელესის ავტომობილთა გამოფენაზე წარადგენს.
Honda Urban EV
Honda-მ დაადასტურა, რომ მომავალ წელს Urban EV-ს პროტოტიპი სერიული ვერსია გამოვა. ეს ბრენდის პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც ევროპაში იმაზე ადრე მოხვდება, ვიდრე იაპონიაში. კომპანიის უფროსი აცხადებს, რომ ევროპაში ელექტრომობილების გამოყენება იმაზე სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე მსოფლიოს სხვა ადგილებში, ამიტომაც ამჯერად სწორედ ამ კონტინენტზე მოახდენენ ფოკუსირებას.
ელექტრული ავტომობილი ახალ სპეციალურ ელექტრულ პლატფორმაზეა აგებული. ავტომობილის სიგრძე 3895 მმ-ია. სალონში ფართო შუშის დახმარებით მაქსიმალური ხილვადობა იქმნება. პანორამული ფანჯრის ქვეშ საჭე და რამდენიმე ღილაკია დამონტაჟებული. ავტომობილი 4 ადამიანის მოთავსებაზეა გათვლილი.
BMW 8-Series Gran Coupe
კომპანია BMW საკუთარი მე-8 სერიის აღორძინებითაა დაკავებული და მუშაობას ორკარიანი მოდელებით იწყებს. მე-8 სერია „ლუქსის“ კლასის ავტომობილების ბაზარზე სერიოზულ გავლენას იქონიებს.
„ვნება, დინამიკა და გრძელ გზებზე საიმედოდ სიარული - ეს ყველაფერი ჩვენს ახალ მანქანას აღწერს“ - განაცხადა BMW-ს ხელმძღვანელმა. ახალი მოდელი სპორტულ მოდიფიკაციასთან ერთად კაბრიოლეტით იქნება წარმოდგენილი. Gran Coupe ძრავის რამდენიმე ვარიანტით იქნება აღჭურვილი, მათ შორის V8 და V12-ით. მოდელი 2019 წლის შემოდგომაზე გაიყიდება.