როცა საქმე სახლის გადასახადების ეკონომიას ეხება, შეგვიძლია თანამედროვე ტექნიკას თამამად ვენდოთ. ხანდახან გარკვეული თანხის დახარჯვა მომავალში ფულის დაზოგვის პერსპექტივა ხდება. წარმოგიდგენთ 6 გაჯეტს, რომელსაც ეს შეუძლია.
1. თერმოსტატი Nest E Smart Thermostat
$169
ელექტროენერგიაზე ეკონომიას თუ აპირებთ, ეს გაჯეტი დაგეხმარებათ. ჭკვიანი მოწყობილობა ტემპერატურას სხვადასხვა გარემოებების მიხედვით ცვლის. ის სწავლობს თქვენს ქმედებებს, ხვდება როდის არ ხართ სახლში და გათბობას თუ კონდიციონერს უწევს. ამრიგად, ენერგია ტყუილ-უბრალოდ არ იხარჯება. მისი კონტროლი სმარტფონითაცაა შესაძლებელი. გაჯეტი მომხმარებელს წლიურად 145 $-ს უზოგავს.
2. სამზარეულოს ქურა Crock-Pot 5-in-1
$149.99
კვლევების მიხედვით, რიგითი ამერიკელი წელიწადში 3000 $-ს გარეთ ჭამაზე ხარჯავს. ეს გაჯეტი კი მოგცემთ საშუალებას სავახშმოდ საყვარელ სამზარეულოს მიაკითხოთ. ღილაკზე ერთი თითის დაჭერით თქვენ შეძლებთ შეწვათ, მოხარშოთ, გამოაცხოთ... დააყენეთ მომზადების დრო და სახლში გემრიელ, ცხელ კერძთან დაბრუნდით.
3. Wi-Fi-ს ტალღების მცველი Tonbux
$30.99
თერმოსტატის მსგავსად, ეს მოწყობილობა სახლში არყოფნისას ელექტროენერგიას დაგიზოგავთ. აპლიკაციის მეშვეობით, სინათლის და სხვა ელექტრო მექანიზმების გაკონტროლებას შეძლებთ.
4. სენსორული ჩამრთველი Lutron Maestro
$29
ეს მოწყობილობა კი ნათურების გათიშვას ემსახურება. ყველა ოთახში დამონტაჟებით ყოველთვიური გადასახადების შემცირებას შეძლებთ.
5. Panasonic-ის დამუხტული ბატარეები
$ 12.48
ტიპიური ბატარეებისგან განსხვავებით მათი ხელმეორედ გამოყენება 2100-ჯერ შეგიძლიათ. აღარ მოგიწევთ მაღაზიაში გაქცევა ახალი ბატარეების შესაძენად და არც მათი ყიდვის დავიწყებას ინანებთ. გამოიყენეთ ისინი ძალიან დიდხანს!
6. WaterHawk ჭკვიანი შხაპი
$49.99
რთულია განსაზღვრო თუ რა რაოდენობის წყალს იყენებ ყოველდღიური შხაპის რუტინისას, რის გამოც ეკონომიკური და ბუნებრივი თვალსაზრისით მისი შენარჩუნება ილახება. WaterHawk-ის ჭკვიან შხაპს ეკრანი აქვს დამონტაჟებული, რომელიც წუთში გამოყენებული წყლის რაოდენობას გაჩვენებთ. მოწყობილობა წყლის ენერგიითაა აღჭურვილი და დამატებით წყაროებს არ საჭიროებს. ის ასევე ტემპერატურასაც აკონტროლებს.