ტექნიკური მიღწევები მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს. „ჭკვიანი ნივთები“ ჩვენ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდიან. წარმოგიდგენთ ამ წლის ყველაზე ტრენდულ მოწყობილობებს, რომლებიც საოცნებო ტექნიკად შერაცხეს.
1 რეტრო მაცივარი HANSA
ვინც თვლის, რომ სამზარეულოში ვინტაჟური დეტალების დამატება უადგილოა, Hansa-ს კომპაქტური მაცივრების სერია არ უნახავს. ეს დიზაინერული ობიექტი ამერიკული კლასიკური სტილის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს, სტუდიოს ტიპის ბინებსაც შეეფერება და მდიდრულ „პროვანსსაც“. ბრენდი ტექნიკას 7 ნათელ ფერში გვთავაზობს: წითლიდან ფირუზისფრამდე. ამასთან, გარეგნული იერსახე შიგთავსისგან სრულებით განსხვავდება: მაცივარი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
2 ყავის აპარატი SMEG
50-იანი წლების ინტერიერის მოდა იტალიელებმაც აიტაცეს: Smeg ესპრესოს დასამზადებელი ყავის აპარატი ჯერ გაყიდვაში გამოსულიც კი არ იყო, რომ სასურველ ობიექტად იქცა მათთვისაც კი, ვინც ყავის დიდი მოყვარული საერთოდ არაა. მოწყობილობა 4 მოდურ ფერშია წარმოდგენილი: წითელში, შავში, ხორცისფერსა და პასტელურ ცისფერში. ტექნიკური მონაცემებიც საკმაოდ მიმზიდველია: მეტალის კორპუსი, მართვის ხელსაყრელი პანელი, 2 ჭიქის მისათითებელი ღილაკი, ყავის ტემპერატურის 3 დონე, რაოდენობის რეგულირება... მოკლედ მისი მეშვეობით ესპრესოსა და კაპუჩინოს მომზადებას უსწრაფესად და სასურველ კონდიციაზე შეძლებთ.
3 საათი WHAT? WATCH RADAR
ავსტრიელი მეწარმეები, რომლებიც ბრენდ What? Watch-ში მუშაობენ, „ჭკვიანი საათების“ შექმნას განაგრძობენ. თუ მათი წინა მოდელი შეხვედრებს გახსენებდათ, ახლის ეკრანის დიზაინი ღილაკზე ერთი თითის დაჭერით იცვლება. ყველა საათის დიზაინი კი უნიკალურია. მსგავსი პროდუქტის შექმნისას მათ საომარი რადარები შთააგონებდათ.
4 აიპადი APPLE PENCIL-ის მხარდაჭერით
ახალი 9.7 დუიმის აიპადი ხელმისაწვდომი ახლახან გახდა. ყველაზე პოპულარული აიპადი APPLE PENCIL-ის მხარდაჭერას ფლობს, რომელიც iPad Pro-ს აქსესუარად წარადგინეს. Apple Pencil წერისას და ხატვისას საოცრად მოხერხებული და დახვეწილია.
5 ჰაერის გამწმენდი საშუალება DYSON PURE COOL
ეკოლოგიისა და ჰაერის დაბინძურების საკითხი უკანასკნელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მწვავედ დგას. ეს უკვე არამხოლოდ მეგაპოლისის, არამედ ქალაქგარეთ მცხოვრებთა პრობლემაც გახდა. ჰაერის ახალი გამწმენდი საშუალება, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე პერიოდში გამოდის, პრობლემას 99,95 %-ით გადაჭრის. შენობაში ჰაერი იმ ნაწილებშიც კი გასუფთავდება, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს.
6 სმარტფონი OPPO F7
ამ სმარტფონს უკვე გახმაურებული სელფის კამერა აქვს. ავტოპორტრეტების გადაღება HDR ხარისხშია შესაძლებელი, გაფართოება კი 25 მეგაპიქსელით ხდება. მოწყობილობას ხელოვნური ინტელექტის წყალობით გარეგნობის შესწავლა და თითოეული ადამიანის ფოტოს ინდივიდუალური დამუშავება შეუძლია, რითიც მის ბუნებრიობას ინარჩუნებს. სურათის დამუშავებისას რეჟიმი მფლობელის უპირატესობებს იმახსოვრებს და შემდეგ გადაღებულ ფოტოებსაც ავტომატურად მსგავს კორექციას უკეთებს.